ფაკულტეტები

 

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 3 საფეხურზე: ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე ახორციელებს. აქ სწავლა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც: 

  • სურს, გაერკვეს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში;
  • სურს, გაეცნოს უცხო ქვეყნების ისტორიას, ენასა და ტრადიციებს;
  • უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი და მუსიკა;
  • სურს მომავალში მასწავლებლობა და ახალი თაობის აღზრდაში მონაწილეობა;
  • ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა იზიდავს ყველაზე მეტად, და ფართო განათლების მიღება ურჩევნია.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი, მისცეს ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.  

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები სწავლების და კვლევის მაქსიმალურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. ამ ამბიციური, თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საფუძველი, სხვა ხელშემწყობ ფაქტორებთან ერთად, ფაკულტეტის საერთაშორისო აღიარების მქონე აკადემიური პერსონალია.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები სტუდენტს აძლევს შრომით ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ადგილის მიღებისა და შემდგომი კარიერული ზრდის შესაძლებლობას.


ჰიპერლინგი:

No comments:

Post a Comment

პარვიზ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბთან ერთად აცხადებს პროექტის „ილიაუნი+“ შემოდგომის სემესტრის მონაწილეების შესარ...